Sunday, October 11, 2009

პროექტი ნაკრძალების შესახებ

1.პროექტის სახელი: საქართველოს დაცული ტერიტორიები
2.პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებით:მოსწავლეები მოიძიებენ საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ დაცულ ტერიტორიებსა და ნაკრძალებს.შესწავლიან მათ ისტორიას,მნიშვნელობას საქართველოს ფლორისა და ფაუნის შენარჩუნებაში.
3.პროექტის სრული აღწერა:მოსწავლეებმა უნდა დაასახელონ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული დაცული ტერიტორიები.ესენია:ლაგოდეხის ეროვნული პარკი,ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი,თუშეთის დაცული ტერიტორია,კოლხეთის ეროვნული პარკი,მტირალას ეროვნული პარკი,ქობულეთის დაცული ტერიტორია,ალგეთის ეროვნული პარკი,იმერეთის მღვიმეთა დაცული ტერიტორიები.მოსწავლეებმა უნდა მოიძი-ონ მასალები ზემოთ ჩამოთვლილ ტერიტორიებზე არსებული მცენარეებისა და ცხოველების შესახებ,რომლებიც გადაშენების პირას არიან,აქედან უმრავლესობა წითელ წიგნშია შეტანილი.
4.მონაწილეთა ასაკი:13-15წ
5.ვადები/ხანგრძლივობა:2-3თვე
6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:მასალების შეგროვება ინტერნეტისა და დამხმარე სახელმძღვანელოების მეშვეობით,ჯგუფური სამუშაობები.
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება,შეიქმნას
:შეექმნათ წარმოდგენა საქართველოში არსებული შესახებ,როგორც ტურისტული ქვეყნის მქონე მხარეზე,უნდა შექმნან ფოტოალბომი,მოპოვებული მასალის მიხედვით მოაწყონ გამოფენა.
8.სარგებელი სხვებისთვის:შეექმნებათ ზოგადი წარმოდგენა დაცული ტერიტორიების შესახებ
9.სამუშაო ენა:ქართული ენა
10.მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
11.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:ისტორია-გაეცნობიან დაცული ტერიტორიების ისტორიას და დააკავშირებენ ახლო მდებარე ისტორიულ ძეგლებთან.გეოგრაფია-განსაზღვრავენ დაცული ტერიტორიის სიმაღლეს ზღვის დონიდან,დაადგენენ, რომელ სარტყელშია და როგორი კლიმატით ხასიათდება.ბიოლოგია-მოსწავლეები შეისწავლიან,რომელ დაცულ ტერიტორიაზე რომელი სახეობის ინდივიდებია გავრცელებული,რომელია გადაშენების პირას მდგარი.ქიმია-განსაზღვრავენ წყლისა და ჰაერის შედგენილობას.
12.პროექტის ფასილიტატორი:ნატია ცინცაძე
13.ფასილიტატორის ელ-ფოსტა: natiacincadze@gmail.com
14.პროექტის ფორუმი:
15.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: